კომპიუტერი



კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამისმიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს — რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.
კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.
კომპიუტერი რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს. საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის იყო და ასეთი კომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიერო გამოთვლებისთვის; მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირე კომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათ პორტაბელურ ექვივალენტს კინოუთბუქ კომპიუტერებს (ან ლეპტოპს პოპულარულ ხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, არა-ექსპერტთა უმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს“. თუმცა, კომპიუტერის ყველაზე გავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია. თვითმფრინავებიდან დაწყებული მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებული ყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული კომპიუტერით იმართება.

რაც უფრო ვითარდება კომპიუტერული ტექნოლოგია მით უფრო შეხვდებით იმ აზრს რომ კომპიუტერი საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ის აზრი რომ კომპიუტერი საზიანოა ჯანმრთელობისათვის, ძალიან აქტუალური ხდება საზოგადოებაში და ამ ფაქტმა საკმაოდ დამაინტერესა და გადავწყვიტე მომეპოვა რომელიმე სამედიცინო ცენტრიდან ინფორმაციები.
ამერიკის სამედიცინო ექსპერტებს მიაჩნიათ რომ…



ინტერნეტისა და ვიდეოთამაშებისადმი მიდრეკილება აზარტის ერთ-ერთი ფორმაა და ეს დაავადება დაემუქრება იმათ ვინც დღეში ვიდეოთამაშებზე ორ საათზე მეტ დროს ხარჯავს. ასევე მათ ვინც საათობით დროს ხარჯავს ინტერნეტში.

ამერიკელმა ფსიქოთერაპევტებმა გააკეთეს განცხადება რომ – „კომპიუტერის წინააღმდეგი არავინაა, თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია მის გარეშე. ამ დაავადებაში კომპიუტერი კი არ არის დამნაშავე, არამედ მისი ბოროტად გამოყენება. ორსაათიანი ვიდეოთამაში საკმარისია ავადმყოფური ტრანსისა და ნერვული სისტემის გადაღლის გამოსაწვევად. კომპიუტერთან საათობით ჯდომა მხედველობის დაქვეითებას და კუნთების ატროფიას იწვევს, სასტიკი თამაშები კი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და მასში აგრესიას იწვევს. ამიტომაც მსოფლიოში საკმაოდ გამრავლდა მოზარდთა შორის ძალადობის შემთხვევები. “

ექსპერტები ასევე ამბობენ რომ – ამ სახის ავადმყოფთა მკურნალობა საკმაოდ რთულია. ავადმყოფს მკურნალობა უწევს სტაციონარში 2-3 კვირის განმავლობაში შედარებით მძიმე შემთხვევებში. ექიმები უნიშნავენ ფსიქოტერაპულ პრეპარატებს: ანტიდეპრესანტებს, ტრანკვილიზატორებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ძილის რეგულირებას და ფიზიკურ დატვირთვას, უტარდებათ ფსიქოლოგიური ტრენინგები, თამაშები, რომლითაც ისინი თვითრეგულირებას სწავლობენ. მკურნალობის ძირითადი მიზანია, ავადმყოფში გამოიწვიოს რეალური ცხოვრებისადმი ინტერესი. ექსპერტების აზრით ამ დაავადებების მქონე ადამიანის გამოჯანმრთელება ბოლომდე შეუძლებელია და თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, რადგან ძალით ინტერნეტდამოკიდებულების განკურნება შეუძლებელია.