ჩვენ მოვიხმართ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს: ვსარგებლობთ მობილური
ტელეფონით, 
ვუკავშირდებით ერთმანეთს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მოვიძიებთ ინფორმაციას ინტერნეტში, ერთმანეთს ვუზიარებთ და ვუცვლით ინფორმაციას. ჩვენი ყოველდღიური თუ პროფესიული საქმიანობა სულ უფრო მეტად მოითხოვს ისტ-ის საფუძვლიან ცოდნასა და სისტემატურ გამოყენებას.ისტ-ის სწავლა ემსახურება ეთიკური, ინფორმირებული, კანონთა პატივისმცემელი და ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტურად გამოყენების უნარის მქონე პიროვნების აღზრდას; ისტ-ის სწავლება მოწყვეტილი არ არის სასწავლო დისციპლინების კონტექსტს. ისტ-ის სასწავლო გეგმა რეალიზდება ყოველ ცალკეულ სასწავლო დისციპლინაში. უფრო მეტიც, მისი საშუალებით შესაძლებელია ერთმანეთთან სასწავლო დისციპლინების ეფექტური დაკავშირება